საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

ხობის მუნიციპალიტეტის თედო სახოკიას სახელობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიბლიოთეკაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო კუთხეც გაიხსნა.

22-06-2018