საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო მოხალისეობრივ ფორუმში ჩაერთო

სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიურო მოხალისეობრივ ფორუმში ჩაერთო. ფორუმი ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს ორგანიზებით, პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ფორუმის მთავარი მიზანი მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეობის სერვისის მიმღებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა იყო. მოხალისეობრივი ფორუმის პირველ ნაწილზე დამსწრე საზოგადოებას მიწოდა ინფორმაცია, მეორე ნაწილზე კი იმერეთის მხარეში მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობების წარდგენა გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლემა თავის სტენდთან სტუმრებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და დღის განმავლობაში სხვადასხვა საინფორმაციო მასალა გადასცა. 

 

მოხალისეობრივ ფორუმზე მოწვეული იყვნენ იმერეთის მხარის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველობები, ბიზნესი, მედია, ახალგაზრდები (უფროსკლასელები, სტუდენტები), სხვა დაინტერესებული პირები. 

22-06-2018