საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიურო საიას საკვირაო სკოლის დასრულებას შეუერთდა

საიას ქუთაისის ფილიალში, საკვირაო სკოლის დასრულებას საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროც შეუერთდა. სკოლა წელს ათმა მოსწავლემ დაასრულა, რომლებიც ქუთაისის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები არიან. იმიტირებული სასამართლო პროცესი რეალური ქეისით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგინეს. ჟიური სამი წევრის შემადგელობით იყო დაკომპლექტებული- სკოლის დამაარსებელი ნოდარ ჯიქია, საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგოძე და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელი მარიკა ვაჭარაძე. საკვირაო სკოლის ყველა კურსდამთავრებულს სამახსოვრო საჩუქრები ცენტრის სახელითაც გადაეცა. ასევე გამოვლინდნენ ხუთ ნომინაციაში გამარჯვებულებიც.

26-06-2018