საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა გელა ჩარკვიანთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ქართველ დიპლომატთან, მწერალთან, პედაგოგთან და ტელეწამყვანთან, გელა ჩარკვიანთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში გელა ჩარკვიანმა აუდიტორიას მრავალწლიანი აკადემიური და დიპლომატიური გამოცდილება გაუზიარა და  მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალი იყო.

 

ღონისძიება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელდა. 

25-06-2018