საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის საბიბლიოთეკო განყოფილების და თეატრალური დასის წარმომადგენლებს შეხვდა. ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ მითებსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე, საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსზე და ამ პროცესში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

 

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინასებულ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებითაც საქართველოს მოქალაქეებს შუძლიათ ისარგებლოს. შეხვედრას ესწრებოდა ხელვაჩაურის საკრებულოს განათლების, კულტურის და სპორტის კომისიის თავმჯდომარე და კულტურის ცენტრის დირექტორი. შეხვედრაზე საუბარი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის კანონიერ გზებს, წესების დაცვას და თავშესაფრის პროცედურების დარღვევის საფრთხეებსაც შეეხო. შეხვედრის დასასრულს კულტურის ცენტრის და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები და თემატური ლიტერატურა.

28-06-2018