საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სამოქალაქო გაანთლების ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის თემაზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა. ოლიმპიადა საქართველოს 10 ქალაქში ჩატარდა და სულ 3200-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. სულ გამოვლინდა 60 გამარჯვებული. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ინიციატივით გამარჯვებული მოსწავლეები ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ორი დღით გაემგზავრებიან. ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ოლიმპიადის შედეგების შეფასებაში, საინფორმაციო ცენტრისა და კინგსი საქართველოს სახელით მადლობის სიგელები გადაეცათ.

ნატოსა და ევროკავშირის თემაზე სამოქალაქო ოლიმპიადა საინფორმაციო ცენტრისა და კინგსი საქართველოს თანამშრომლობით 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

03-07-2018