საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღეები 2018 დასრულდა!

ევროპის დღეები წელს საზეიმოდ 5 მაისს გაიხსნა და 22 მაისამდე გაგრძელდა. ყოველწლიურ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით 100-მდე აქტივობა გაიმართა, რომელშიც 9 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ღონისძიებათა ციკლი რიყის პარკში ევროპის დღის აღნიშვნით დაიწყო, სადაც საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით „ევრო სოფელი“ მოეწყო.

 

ევროპის დღეები მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით გაგრძელდა. განხორციელდა სემინარი რეგიონალური უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის -“ევროპული ახალგაზრდობა“, კონფერენცია მასწავლებლებისათვის-„მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“, ტრენინგი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერებისა და მათი მოადგილეებისთვის, კულტურულ-საგანმანათლებლო გამოფენა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“, დებატები, სპორტული ღონისძიებები, საჯარო ლექციები, ასევე, შეხვედრები რეგიონებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებსა და სკოლებში.

 

ევროპის დღეების აქტივობებში, წელს განსაკუთრებული ინტენსივობით რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ჩაერთვნენ. მარტო 85-მდე ღონისძიება სწორედ რეგიონებში გაიმართა, რის შედეგადაც ევროინტეგრაციის პროცესში 6 300-მდე ადამიანი ჩაერთო.

 

ღონისძიებები სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით, წელს მეექვსედ გაიმართა.

 

სტატია ევროპის დღეების შესახებ -

- გადმოწერა / გახსნა

 

25-05-2018