საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
პროექტი "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ"

სემინარის "მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ" მუშაობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან კერძო და საჯარო სკოლის 100-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა, მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

 

მონაწილეებმა ორი ინტენსიური დღის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე მიიღეს ინფორმაცია.

 

სემინარის დასრულების შემდეგ, პროექტი პედაგოგების მიერ, მთელი წლის განმავლობაში, ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით, სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით მეხუთე წელია ხორციელდება.

 

ამ ხნის განმავლობაში სემინარის ფარგლებში 500-მდე პედაგოგი გადამზადდა და საერთო ჯამში, 380-მდე პროექტი განხორციელდა. წელს სემინარის გახსნაზე, 10 საუკეთესო პროექტის ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა. გამარჯვებულები 4-8 ივნისს ტალინში, ესტონეთში, სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ. გამარჯვებულების ვიზიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონურმა ცენტრმა საქართველოში ესტონეთის საელჩოსთან თანამშრომლობით მესამეჯერ დააფინანსა.

08-06-2018