საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
არტ-ინსტალაციები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ვიტრინებში

თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე შენობის გარე ფასადის ფანჯრები მოსახლეობასთან უწყვეტ საკომუნიკაციო ექსპოზიციად იქცა, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ არტ-ინსტალაცია დამონტაჟდა.

 

ადამიანისთვის კომუნიკაციის ვერბალური ფორმის შემდეგ ყველაზე გავრცელებული საშუალება ჟესტების ენაა. ხელი კი ის მთავარი საკომუნიკაციო ინსტრუმენტია, რომლითაც ამ ჟესტებს გამოვხატავთ. ადამიანები უხსოვარი დროიდან, მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური, კულტურული თუ ისტორიული წარმომავლობისა იყენებენ ერთნაირ ჟესტიკულაციას, ერთი და იმავე სიტყვის გამოსახატად. ამიტომაც, სწორედ ხელების, როგორც მსოფლიოს ყველა ერისთვის საერთო-ჟესტების ენით, საინფორმაციო ცენტრი შეეცადა გამოეხატა გზავნილები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და მოეხდინა ამ ფასეულობების მარტივად აღქმადი ვიზუალიზაცია.

 

თავისუფლება, მშვიდობა, ერთიანობა, განვითარება, უსაფრთხოება, სიმტკიცე, კეთილდღეობა, მშვიდობა და პარტნიორობა-ეს არის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები, რასაც ეფუძნება ნატო და ევროკავშირი.

03-07-2018