საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ავსტრიის პროგრამის პრეზენტაცია საინფორმაციო ცენტრში

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის ავსტრიის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა არად ბენკომ ევროკავშირის როლის გაძლიერებისთვის ავსტრიის, როგორც საბჭოს მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის პრიორიტეტებსა და მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. ღონისძიებას ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ უმასპინძლა.

ავსტრიამ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ბულგარეთისგან 1-ელი ივლისიდან გადაიბარა.

05-07-2018