საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საზაფხულო ბანაკის „ლიდერთა აკადემიის“ მონაწილეებთან

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი საზაფხულო ბანაკის „ლიდერთა აკადემიის“ მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, არსებულ მიღწევებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს და გამოწვევებს. აკადემიის ახალგაზრდა მსმენელები დაინტერესდნენ, ევროკავშირის პროექტების განხორციელების ფარგლებში რა კონკრეტულ სარგებელს მიიღებს საქართველოს თითოეული მოქალაქე, მათ შორის, ახალგაზრდები და რამდენად ხელმისაწვდომია ინფორმაცია ამ პროგრამების შესახებ მოსახლეობისთვის.

 

საუბარი შეეხო საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდას და მათგან მომდინარე საფრთხეებს. ახალგაზრდებმა დაასახელეს ის მითები, რომლებსაც თავადვე გასცეს პასუხები და სამომავლოდ, გავრცელებული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა მეთოდზე იმსჯელეს. მსმნელებს დაურიგდათ საინფორმაციო მასალები და თემატური ლიტერატურა. პროექტი „ლიდერთა აკადემია“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის განათლების, განვითარების და დასაქმების ცნტრის ორგანიზებით, მიმდინარე წელს პირველად ეწყობა.

10-07-2018