საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა წყალტუბოს ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში

წყალტუბოს ახალგაზრდული ფესტივალი 2018-ის ფარგლებში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თემა „არა ძალადობას მოზარდებში “ბულინგი მოზარდებში“ დისკუსიის ფორმატში გაიშალა, რომელსაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურთან ერთად სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელიც დაესწრო. შეხვედრას ხონის, ვანის, თერჯოლის, ხარაგაულის, ტყიბულის, ქუთაისის სამტრედიის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდები ესწრებოდნენ, პრეზენტაციების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

 

ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე, ადამიანის უფლებებზე და ევროპული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ახალგაზრდებს ნატო-ევროკავშირის თემაზე არსებული საინფორმაციო მასალები დაურიგდათ. დისკუსიის დასასრულს მოეწყო თემატური ვიდეორგოლების კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა, რომელსაც ორგანიზატორებთან ერთად შეხვედრაზე მიწვეული სტუმრები აფასებდნენ. მათ შორის იყვნენ ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორი - სულხან გოგოლაშვილი და რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე.

10-07-2018