საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საზაფხულო ბანაკი სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულებისთვის

ბაზალეთის სასწავლო ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებულებისა და მათი პედაგოგოებისთვის ტრენინგ-კურსი გაიმართა. ორი დღის განმავლობაში 60-მდე ახალგაზრდას ექსპერტებმა დავით ძიძიშვილმა და გოგიტა ღვედაშვილმა ნატოსა და ევროკავშირის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხები გააცნეს. ბანაკის ფარგლებში, მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო და არაფორმალური განათლების სფეროში აპრობირებულ აქტივობებში ჩაერთვნენ.
 
ნატოსა და ევროკავშირის თემაზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ოლიმპიადა საქართველოს 10 ქალაქში ჩატარდა და საერთო ჯამში 3200-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტის დასასრულს კი 60 გამარჯვებული გამოვლინდა.
 
ნატოსა და ევროკავშირის თემებზე სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კინგსი საქართველოს ერთობლივი ინიციატივით განხორციელდა. გამარჯვებულების ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ორდღიანი ვიზიტი კი საინფორმაციო ცენტრისა და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა.

12-07-2018