საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო აქცია წყალტუბოში

წყალტუბოში, "ფერების ფესტივალის" ფარგლებში საინფორმაციო აქცია გაიმართა. საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მოხალისეებმა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე მოსულ სტუმრებს უვიზო მიმოსვლისა და ევროკავშირის შესახებ ყველაზე გავრცელებული მითებისა და რეალური ფაქტების შესახებ საინფორმაციო მასალები დაურიგეს.

13-07-2018