საქართველო და ევროკავშირი
საინფორმაციო ცენტრი
ევროკავშირის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 83% საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას დადებითად აფასებს

ევროკავშირმა 2018 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. 

 

გამოკითხვის მიხედვით: 

 

  • საქართველოს მოქალაქეების 59%-ს ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობა აქვს, რაც სხვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მხოლოდ 5%-ს აქვს ნეგატიური დამოკიდებულებას ევროკავშირის მიმართ, რაც, ასევე, საგრძნობლად დაბალია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე - 13%-ზე. 
  • წინა წლის კვლევის შედეგების მსგავსად გამოკითხულთა 83% საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას დადებითად აფასებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი კი 63%-ია.
  • საქართველოს მოსახლეობის 70% ნდობას უცხადებს ევროკავშირს, რაც 2017 წელთან შედარებით 4%-ითაა გაზრდილი. ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მიმართ ნდობა 24%-ზე ნაკლებია. 
  • საქართველოს მოსახლეობის 67% ინფორმირებულია ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების შესახებ, რაც წინა წელთან შედარებით 9%-იან ზრდას აჩვენებს. 59% კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება ეფექტიანი და შედეგიანია.

 

გამოკითხვა იხილე აქ 

- გადმოწერა / გახსნა

 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების შედეგების სანახავად გადადი ბმულზე.

 

16-07-2018