საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმში, საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან

ბათუმის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის მეორე ნაკადის მონაწილეებისთვის სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ირმა გაბინაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. 

 

შეხვედრის თემა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპების მიმოხილვა იყო. მსმენელები გაეცნენ ნატოს და ევროკავშირის პრინციპებს, მათი დაფუძნების, ფუნქციონირების და გაფართოების მნიშვნელოვან ეტაპებს. ახალგაზრდების განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ნატოს ბრიუსელის სამიტის გზავნილებმა და საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე არსებულმა მიღწევებმა და გამოწვევებმა.

 

საუბარი შეეხო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების და ნატოს სტანდარტებით მომზადებული ქართული ჯარის მნიშვნელობას. მსმენელებმა იმსჯელეს საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მათგან მომდინარე საფრთხეებზე. აღინიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყნის საჯარო და სამოქალაქო სექტორი, მედია და საზოგადოება კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს მითების აღმოსაფხვრელად და დაიცვან თაობათა მონაპოვარი- საქართველოს ევროპული გზა. ტრენინგის დასასრულს მსმნელებს დაურიგდათ პერიოდული გამოცემა „ქართული ჯარის“ სხვადასხვა ნომერი, საინფორმაციო მასალები და თემატური ლიტერატურა. საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

16-07-2018