საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ჯგალის საზოგადოებრივ ცენტრში

ჯგალის საზოგადოებრივ ცენტრში  საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია. ჯგალის საზოგადოებრივ ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიტერატურა და საინფორმაციო ბროშურები გადაეცა.

17-07-2018