საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან

წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებთან ნატოს შესახებ შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაში მონაწილეობდა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე. ნინო ბოლქვაძემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პროცესსა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა ნატოს შესახებ გავრცელებულ არასწორ შეხედულებებსა და რეალურ ფაქტებზე.
 
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის "კავშირი 21-ე საუკუნის" ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მოეწყო.
 
შეხვედრის მიზანია გაიზარდოს საქართველოში მოღვაწე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის ხარისხი ნატოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

18-07-2018