საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ჯვარის სათემო განათლების ცენტრში

ჯვარის სათემო განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა ანა ცანავამ საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ანტიდასავლურ პროპაგანდაზეც. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია. ჯვარის სათემო განათლების ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლიტერატურა გადაეცა.

10-07-2018