საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ტრენინგი საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ცენტრალური და რეგიონალური ბიუროების თანამშრომლებისთვის ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხებზე ტრენინგი გაიმართა. ტრენინგზე საჯარო გამოსვლის ხელოვნებაზე, პრეზენტაციის, ამბის მოყოლისა და წერის მახასიათებლებზე, მიზნების მიღწევის გზებზე, წარმატებული კომუნიკაციის მეთოდებზე, სტრატეგიებსა და რჩევებზე ისაუბრეს. ტრენინგს ანდრო დგებუაძე გაუძღვა. ტრენინგი ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ჩატარდა.
 
საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის, ასევე, გაიმართა ტრენინგი ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების ამოცნობის გზებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებზე. ტრენინგი მედიის განვითარების ფონდის მკვლევარმა სოფო გელავამ ჩაატარა.

25-07-2018