საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ფერმერ ქალთა ასოციაციასთან და ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან - ფერმერ ქალთა ასოციაციასთან და ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა.
 
მემორანდუმები ითვალისწინებს აღნიშნულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტების შესაძლებლობები განიხილეს.
 
მემორანდუმების ფარგლებში, ორგანიზაციები ხელს შეუწყობენ ნატოსა და ევროკავშირზე, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ახალგაზრდებისა და ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდას, ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.
 
 
 

27-07-2018