საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ხონში ინტელექტუალური თამაში "გორდი - 2018" ჩატარდა

21-22 ივლისს, ხონში ინტელექტუალური თამაშების ფესტივალი "გორდი - 2018" ჩატარდა. ღონისძებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ინტელექტ კლუბის წევრი და ინტელექტუალური თამაშებით დაინტერესებული 200-მდე სტუმარი ჩამოვიდა. ფესტივალის მიზანს ახალგაზრდებში ინტელექტის ამაღლების ხელშეწყობა, მათი ცოდნის გაღრმავება და განათლების პოპულარიზაცია წარმოადგენდა. გამარჯვებულებისთვის პრიზები ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ და აჭარაბეთმა დააწესა.

22-07-2018