საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა აჭარაში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურმა სასწავლო და კვლევითმა ინსტიტუტმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროსთან თანამშრომლობით, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის შეხვედრა გამართა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, ელჩმა ნიკოლოზ რთველიაშვილმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, არჩილ ყარაულაშვილმა წაიკითხეს ლექცია თემაზე: ,,საქართველოს ინტეგრაციის პროცესი ევროატლანტიკურ სივრცეში: ევროკავშირი, ნატო“.
 
შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების და საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხი და სამომავლოდ, მსგავსი აქტივობების რეგიონებში ჩატარების სურვილიც გამოთქვეს.

27-07-2018