საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ფოთის მუზეუმში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ქ. ფოთის მუზეუმში სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრისას ანტიდასავლური პროპაგანდა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო გავრცელებული არასწორი შეხედულებები განიხილეს. შეხვედრა ა/ო "დიოსკურიას" ორგანიზებითა და სსიპ. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროსთან თანამშრომლობით გაიმართა.

30-07-2018