საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის ამერიკულ კუთხეში

სსიპ „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის ამერიკულ კუთხეში საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის თემა- საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპების მიმოხილვა იყო. მსმენელები გაეცნენ ნატოსა და ევროკავშირის პრინციპებს, მათი დაფუძნების, ფუნქციონირების და გაფართოების მნიშვნელოვან ეტაპებს. გაიმართა ვიქტორინა: რა ვიცით ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. სწორი პასუხების ავტორებს საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები და წიგნები გადაეცათ. შეხვედრის დასასრულს კი მსმენელებმა იმსჯელეს საზოგადოებაში მომძლავრებული ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ხერხებსა და მეთოდებზე.

30-07-2018