საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად,  საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია. კვლევის მიხედვით, რესპოდენტთა 75%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს. NDI-ის კვლევის თანახმად, ბოლო გამოკითხვასთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 15%-ითაა გაზრდილი. წინა კვლევის მიხედვით, საქართველოს ნატოში გაწევრების მხარდამჭერთა რიცხვი 60%-ზე ოდნავ მეტი იყო. საქართველოს ნატოში გაწევრებას მიუღებლად გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, 8%-ს კი ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების თაობაზე პოზიცია არ გააჩნია.

 

რაც შეეხება ევროკავშირს, NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 81%-სთვის მისაღებია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. 12% საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას მიუღებლად მოიჩნევს, 6%-მა კი კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრება, განაცხადა, რომ არ იცის.

 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით. კვლევის ცდომილების ზღვარი ±1,9%-ია. კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა.

 

კვლევის ვრცელი ვერსია 

01-08-2018