საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
კახეთის რეგიონული ბიუროს მონაწილეობა "ხილის ფესტივალში"

გურჯაანში გამართულ "ხილის ფესტივალში" ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიურო ჩაერთო. საინფორმაციო ცენტრის სტენდთან ადგილობრივ მოსახლეობას, თვითმმარველობის წარმომადგენლებსა და რეგიონის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ მეტი გაეგოთ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ. დღის განმავლობაში სტუმრებს სხვადასხვა სახის ლიტერატურა დაურიგდათ. დაიგეგმა ერთობლივი აქტივობები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით.

13-08-2018