საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა!

ახალგაზრდების საყურადღებოდ

თუ ხარ 18-იდან 25 წლამდე და გინდა, მეტი გაიგო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, მაშინ ეს საზაფხულო სკოლა შენთვისაა

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს:
საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (NATO), ნატოს ისტორია
ნატო-საქართველოს ურთიერთობები, პერსპექტივები და გამოწვევები
ევროკავშირის ისტორია
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ასოცირების შეთანხმება, DCFTA 
სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია
მითები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში;
ანტიდასავლური პროპაგანდა და საინფორმაციო ომი
როგორ გავარჩიოთ სწორი და არასწორი ინფორმაცია?
ადამიანის უფლებები და ევროპული ღირებულებები
ევროკავშირის დახმარების პროგრამები

სავალდებულო მოთხოვნა:
თქვენი მომავალი პროფესია, ინტერესები, მისწრაფებები უნდა შეესაბამებოდეს საზაფხულო სკოლის თემატიკას.

ლექციები ჩატარდება ქართულ ენაზე

საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

სკოლა ჩატარდება 23-24 აგვისტოს;

საზაფხულო სკოლის ჩატარების ადგილი: შალვა დადიანის 2/1, თავისუფლების მოედანი

⭕დაინტერესებულ სტუდენტებს, ვთხოვთ, გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე, არა უგვიანეს --- 21 აგვისტოს 18:00 საათისა
⭕სკოლა იმართება თბილისში. კვება უზრუნველყოფილია.
⭕რეგიონებიდან დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები გათვალისწინებული არ არის.
⭕ადგილები შეზღუდულია.

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: infocenter@mfa.gov.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595602030