საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ანაკლიის მოსახლეობასთან

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქ. ანაკლიის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიუროს წარმომადგენელმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრისას ანტიდასავლური პროპაგანდა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო გავრცელებული არასწორი შეხედულებები განიხილეს. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

17-08-2018