საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა საზაფხულო ლიტერატურული ბანაკის მონაწილეებთან

სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში, მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბის საზაფხულო ლიტერატურული ბანაკის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, მიღწეული პროგრესი და არსებული გამოწვევები, ასევე, საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდა და მისგან მომდინარე საფრთხეები.

საზაფხულო ლიტერატურული ბანაკის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ასევე ესაუბრა ევროინტეგრაციის პროცესის შედეგად მიღებული სარგებლის, პროგრამებისა და პროექტების შესახებ.

საინფორმაციო შეხვედრა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს ორგანიზებითა და საინფორმაციო ცენტრის პროექტის „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გამარჯვებული ბათუმელი პედაგოგის მაია მენაბდის მხარდაჭერით გაიმართა.

29-08-2018