საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მანავის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ მონაწილეებთან

მანავში „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ მონაწილეებს სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ კახეთის ბიუროს წარმომადგენელი ბექა ექსეულიძე შეხვდა და მედია წიგნიერებასა და ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან სწორი და მცდარი ინფორმაცია; ასევე, განიხილეს სხვადასხვა მაგალითი აღნიშნულ საკითხებზე. 


შეხვედრას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ვადაჭკორია ესწრებოდა.

 

ღონისძიება სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები საზაფხულო ბანაკის შემდეგ ნაკადებზეც გაგრძელდება.

27-08-2018