საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საზაფხულო სკოლა დასრულდა

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის საზაფხულო სკოლა დასრულდა.

პროექტის განმავლობაში მონაწილეები ნატოსა და ევროკავშირის სტრუქტურებს, მათი მუშაობის პრინციპებს, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებს, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებს გაეცნენ, რასაც ევროინტეგრაციის პროცესი გვთავაზობს. 


სტუდენტები სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე მოწვეულ ექსპერტებს შეხვდნენ.

 

საზაფხულო სკოლის მონაწილეები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

საზაფხულო სკოლა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მეშვიდედ გაიმართა. არსებული პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

27-08-2018