საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა იაპონელ მკვლევართა ჯგუფთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე და Policy and Management Consulting Group (PMCG)-ის უფროსი ალექსი ალექსიშვილი იაპონიიდან ჩამოსულ მკვლევართა ჯგუფს შეხვდნენ. შეხვედრაზე აღმოსავლეთ პარტნიორობაზე, ევროკავშირის რეგიონში ჩართულობასა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრეს. მკვლევართა ჯგუფი დაინტერესებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკით საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ჯგუფის კვლევის საგანია, ასევე, საქართველოს გამოცდილება შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობების კუთხით. დელეგაციის ვიზიტი 2-4 სექტემბერს მიმდინარეობდა.

04-09-2018