საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა მანავში, საზაფხულო ბანაკის მონაწილეებთან

მანავში, „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ მონაწილეებთან შეხვედრები გრძელდება!

 

სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ კახეთის ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ექსეულიძემ ახალგაზრდებთან მედიაწიგნიერებაზე, ანტიდასავლური პროპაგანდის თავისებურებებზე, მცდარი და მართალი ინფორმაციის გარჩევის გზებზე ესაუბრა. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს სხვადასხვა მაგალითი აღნიშნულ საკითხებზე. 

 

საზაფხულო ბანაკების ციკლი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით იმართება. ბანაკებში საინფორმაციო ცენტრი 2013 წლიდან, ყოველწლიურად ერთვება და მონაწილეებთან სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრას მართავს.

04-09-2018