საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე ახალციხეში

ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება.  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ევროპის დღე აღინიშნება სამცხე-ჯავახეთში, ქ. ახალციხეში.

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმოდგენილი ექნება უვიზო მიმოსვლის სიმულაცია და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს ევროკავშირის/შენგენის ზონაში მოგზაურობის წესებსა და პირობებს.