საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ევროპის დღე ბათუმში

ევროპის დღის აღნიშვნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გრძელდება.  საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ორგანიზებით ევროპის დღე აღინიშნება აჭარაში, ქ. ბათუმში.

 

სსიპ საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ წარმოდგენილი ექნება უვიზო მიმოსვლის სიმულაცია და ადგილობრივ მოსახლეობას გააცნობს ევროკავშირის/შენგენის ზონაში მოგზაურობის წესებსა და პირობებს.