საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ახალქალაქში საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის სამცხე-ჯავახეთის ბიუროს წარმომადგენელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, გავრცელებული მითები ნატოსა და ევროაკავშირის შესახებ ასოცირების შეთანხმება და ვიზალიბერალიზაცია. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა  და მისი დასრულების შემდეგ ახალქალაქის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე გაიხსნა.

31-08-2018