საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სტუდენტებთან ისრაელიდან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე ისრაელის დიპლომატიური აკადემიის წარჩინებული მსმენელების (კადეტების) ჯგუფსა და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის მიზნებსა და ამოცანებზე, ცენტრის საქმიანობაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდის თავისებურებებსა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს. 
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში კადეტები შეხვდნენ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბ-ნ შაბთაი ცურს, საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიისა და აფრიკის და წყნარი ოკეანის დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და ისრაელში საქართველოს ყოფილ ელჩს, ბ-ნ ვახტანგ ჯაოშვილს, საქართველო-ისრაელის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრებს, ბიზნესისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს. 
საინფორმაციო ცენტრში ვიზიტი ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით შედგა. სტუდენტების ვიზიტი საქართველოში ისრაელის საელჩოსა და ისრაელში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაცია Israel Center of Young Leaders ორგანიზებით განხორციელდა. 

06-09-2018