საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან

გაცნობითი შეხვედრა შედგა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლებთან, სადაც სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა მარიკა ვაჭარაძემ სამედიცინო პერსონალს ცენტრისა და ბიუროს მუშაობის შესახებ ესაუბრა. საუბარი შეეხო უვიზო მიმოსვლის წესებსა და ევროკავშირთან მიმართებაში არსებულ მითებს. საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს წარმომადგენელმა სამედიცინო ცენტრს უვიზო მიმოსვლის და ევროკავშირზე ათი მითის შესახებ საინფორმაციო მასალები გადასცა. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით თემატური საინფორმაციო მასალა შესაბამის საინფორმაციო დაფაზე განთავსდება, სადაც როგორც სამედიცინო პერსონალს ასევე პაციენტებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ. 

07-09-2018