საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში

ბათუმის მერიის ახალგაზრდულ ცენტრში, სსიპ „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ აჭარის ბიუროს წარმომადგენელი ირმა გაბინაშვილი აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ანტიდასავლური პროპაგანდა, ყალბი ინფორმაციების და მანიპულაციების გავრცელების გზები და საფრთხეები, მათთან ბრძოლის ხერხები და მეთოდები შეხვედრის მთავარი საკითხები იყო.
 
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ახალგაზრდებს მედიაწიგნიერებაზე, მცდარი და მართალი ინფორმაციის გარჩევის გზებზე ესაუბრა და მათთან ერთად განიხილა სხვადასხვა მაგალითი აღნიშნულ საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებმა შეასრულეს ყალბი ინფორმაციის ამოცნობის პრაქტიკული სავარჯიშოები და განიხილეს ის მითები, რომლებიც საზოგადოებაში სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ვრცელდება.
 
მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული სხვადასხვა თემატური მასალა და პერიოდული გამოცემა გადაეცათ.

10-09-2018