საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
სტუდენტების შეხვედრა თაჯან ილდემთან

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში, ელჩმა თაჯან ილდემმა სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიის როლზე, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე გაუძღვა.
 
ელჩი თაჯან ილდემი ნატოში სახალხო დიპლომატიის განყოფილებას ხელმძღვანელობს და ნატოს გენერალურ მდივანს სახალხო დიპლომატიის საკითხებში რჩევებს აძლევს. განყოფილება არსებით როლს ასრულებს ალიანსის სტრატეგიული და პოლიტიკური გზავნილების გადმოცემაში. განყოფილება მუშაობს საზოგადოებაში ალიანსის სახელის ასამაღლებლად და ალიანსის პოლიტიკისადმი მხარდამჭერთა მოსაზიდად.

11-09-2018