საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
მასწავლებლებისთვის გამოცხადდა რეგისტრაცია ნატოს შესახებ სემინარზე!

სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით უკვე მეექვსე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.

 

პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ.

 

სემინარი გაიმართება 2018 წლის 25-26 სექტემბერს, თბილისში. სემინარს დაესწრება პირველი 10 მასწავლებელი თბილისის კერძო და საჯარო სკოლებიდან, და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 20 მასწავლებელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან (ნინოწმინდა, ახალქალაქი), რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას მითითებულ ბმულზე. 25 სექტემბერს სემინარი გაიმართება 14:00-18:00 საათებში, 26 სექტემბერს კი 10:00 - 16:00 საათებში.

 

სემინარი იქნება ქართულ ენაზე, უცხოელი მომხსენებლებისთვის უზრუნველყოფილია თარგმანი.

 

მონაწილე სასურველია ასწავლიდეს ისტორიას, სამოქალაქო განათლებას, გეოგრაფიას, ქართულ ენასა და ლიტერატურას ან ქართულს, როგორც მეორე ენას.

 

რეგისტრაცია გრძელდება 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს მარიამ ჯაფარიძეს (ელ.ფოსტა: mjaparidze@mfa.gov.ge / ტელ: 555101040)

 

რეგისტრაცია 

 

დღის წესრიგის სამუშაო ვერსია 

- გადმოწერა / გახსნა

 

13-09-2018