საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრა სტუდენტებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიულერი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე გიოტმიულერმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში ალიანსის პოლიტიკასა და ნატოს როლზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა  და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა. 

 

როუზ გიოტმიულერი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები პრეზიდენტთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრების მოადგილეებთან. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ადგილზე შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, გაეცნო ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განიხილა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. 

 

 

21-09-2018