საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
რიგით 22-ე სემინარი ნატოს შესახებ პედაგოგებისთვის

ნატოს სამეკავშირეო ოფისში, რიგით 22-ე საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა. ორდღიან სემინარს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი პედაგოგები ესწრებიან ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან თბილისელ კოლეგებთან ერთად.

 

სემინარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ გახსნეს. ყურადღება გამახვილდა პედაგოგების მნიშვნელოვან წვლილზე რეგიონში ნატოს, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე ინფორმაციის გავრცელებაში.

 

ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან სამთავრობო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს და მიიღებენ ინფორმაციას ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე და ნატოს წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე, ანტიდასავლურ პროპაგანდის საკითხებსა და რეალურ ფაქტებზე და სხვ.

 

პროექტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მეექვსე წელია ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ნატოს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 650-მდე პედაგოგი გადამზადდა.

25-09-2018