საქართველო და ნატო
საინფორმაციო ცენტრი
ნატოს ეფექტი ახალი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე და მოსალოდნელი შედეგები საქართველოსთვის

 წინამდებარე ნაშრომი მეორე ანალიტიკური დოკუმენტია „ეკონომიკური ნატოს“ პროექტის პუბლიკაციათა სერიაში. ნაშრომი მომზადდა „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ საზოგადოებრივი განათლებისა და ცნობიერების ამაღლების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის კომისიის მცირე საგრანტო პროგრამის ფინანსური დახმარებით.

 

პროექტის მიზანია (1) პოლიტიკის შემმუშავებლებისთვის კვალიფიციურიანალიზისა და პროგნოზის მომზადება იმის თაობაზე, თუ რა ეკონომიკურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოზე ნატოში გაწევრიანება; (2) საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ საჯარო სივრცეში მიმდინარე დისკუსიების თვისობრივი გაუმჯობესება კვალიფიციური ეკონომიკური ანალიზის გზით; (3) წამყვანი მოთამაშეების - პოლიტიკის შემმუშავებლების,  ამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ეკონომიკური სარგებლის თაობაზე.

 

- გადმოწერა / გახსნა

 

 

18-08-2016