საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები განახლდა

საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღა გრძელდება.

 

კამპანია კახეთის რეგიონში, სიღნაღში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრით დაიწყო. საინფორმაციო ცენტრისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები მარიამ დოლიძე და ნოდარ ტანგიაშვილი შეხვდნენ პროფესიულ ჯგუფებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, ადგილობრივი თვითთმართველობებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, რეგიონებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას.

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია 50-მდე შეხვედრა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს. შეხვედრებზე საუბარი ეხება იმ რისკებს, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

აღნიშნულ საკითხებზე საინფორმაციო კამპანიის პირველი ნაწილი 2018 წლის მარტში განხორციელდა და მის ფარგლებში დედაქალაქსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 56 შეხვედრა გაიმართა, რომლებსაც 2 600-მდე ადამიანი დაესწრო.

 

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

02-10-2018