საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს!

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს!

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს სამთავრობო უწყებისთვის ქვეყნის სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად ნახევარი მილიონი აშშ დოლარის დახმარება გამოყო.

 

ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

 

„ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ. აღნიშნული თანხა გადაეცემა საინფორმაციო ცენტრს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომელიც მოაქვს ჩვენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს საქართველოსთვის და მისი ყველა მოქალაქისთვის“, - ხაზი გაუსვა პრემიერმა.

 

პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე ობიექტური და ყოვლისმომცველი ინფორმაციის მიწოდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

ვიდეო

03-10-2018