საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სასულიერო პირებთან

წმინდა მიქაელ მთავარგანგელოზის სახელობის ეკლესიაში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე თბილისში მოღვაწე მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს შეხვდა. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, პერსპექტივები და გაწევრების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარშემო გავრცელებულ შეხედულებებსა და რეალურ ფაქტებს. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობდა. 

 

ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის "კავშირი 21-ე საუკუნის" ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მოეწყო.

 
შეხვედრის მიზანია გაიზარდოს საქართველოში მოღვაწე რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის ხარისხი ნატოს საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

05-10-2018