საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო კუთხე World Vision საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში

სსიპ საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ იმერეთის ბიუროს მხარდაჭერით  World Vision საქართველოს მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარში ევროკავშირის საინფორმაციო კუთხე მოეწყო. ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარის ბენეფიციარებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების დროშები საღებავებით მოხატეს და შეეცადეს მოკლე ინფორმაცია მოეპოვებინათ წევრი ქვეყნების შესახებ. პროექტში 12 ბენეფიციარი იყო ჩართული, რომლებსაც ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

08-10-2018