საინფორმაციო ცენტრი
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
შეხვედრა სოფელ გომის საზოგადოებრივ ცენტრში

უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანია გრძელდება!

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გომის საზოგადოებრივ ცენტრში, უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა მარიამ გიგაურმა და მოწვეულმა ექსპერტმა გოგიტა ღვედაშვილმა ჩაატარეს.

 

შეხვედრაზე საუბარი დაეთმო იმ სიკეთეებს, რომელიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეებმა მიიღონ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში. ყურადღება გაამახვილდა იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების არამართლზომიერად გამოყენებასთან.

 

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია 50-მდე შეხვედრა როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. შეხვედრების მონაწილეები კიდევ ერთხელ გაეცნობიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს.

 

კამპანიას მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “ENIGMMA-2”, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) ახორციელებს. კამპანია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით იმართება.

08-10-2018